სენსორის ზომა

დღეისათვის ყველაზე მეტად გავრცელებულია 16:9 პროპორციის, 2 და 4 მეგაპიქსელის გარჩევადობის ვიდეო კამერები, აღნიშნული პარამეტრები დამოკიდებულია სენსორის ზომაზე.

სენსორის ზომა (კამერის ლინზის ფოკუსურ მანძილთან ერთად) განსაზღვრავს კადრის გაშლის კუთხეს: რაც უფრო დიდია სენსორის ზომა, მით უფრო ფართო გაშლის კუთხის გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი.

თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში ძირითადად გამოიყენება ნახევარგამტარული წყვილისგან დამზადებული CMOS ტექნოლოგიის სენსორები. CMOS სენსორები გამოირჩევიან მაღალი გარჩევადობით, კადრის აღქმის მაღალი სიჩქარითა და დაბალი ენერგო მოხმარებით.


 უკან