IP და IK რეიტინგები

ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შერჩევისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მათი თავსებადობა ინდუსტრიულ სტანდარტებთან.

საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისიის მიერ შემუშავებულია მოწყობილობების დაცვის IP და IK რეიტინგები.



 

 

 

 

  • IPXX (Ingress Protection) - განსაზღვრავს მოწყობილობის მდგრადობას წყლის და მტვრის მიმართ. 

პირველი ციფრით განისაზღვრება მტვრის შეღწევადობის რეიტინგი:
0 - დაცვის გარეშე
1 - დაცულია 50 მმ დიამეტრის ან მეტი მყარი ობიექტებისგან. სხეულის დიდი ზედაპირი, როგორიცაა ხელი (არ არის დაცვა მიზანმიმართული წვდომისგან).
2- დაცულია 12 მმ დიამეტრის ან მეტი მყარი ობიექტებისგან. თითები ან მსგავსი საგნები.
3 - დაცულია 2,5 მმ დიამეტრის ან მეტი მყარი ობიექტებისგან. 2,5 მმ-ზე მეტი დიამეტრის ან სისქის ხელსაწყოები, კაბელები და ა.შ.
4 - დაცულია 1მმ ან მეტი დიამეტრის მყარი ობიექტებისგან. კაბელები ან სხვა მსგავსი მყარი მასალა 1 მმ-ზე მეტი დიამეტრის სისქით.
5 - მტვრისგან დაცული. მტვერი არ შედის იმდენი რაოდენობით, რომ ხელი შეუშალოს აღჭურვილობის დამაკმაყოფილებელ მუშაობას.
6 - მტვრის შეღწევა არ ხდება


მეორე ციფრით განისაზღვრება წყლის შეღწევადობის რეიტინგი:
0 - არ არის დაცული.
1 - დაცულია წვეთოვანი წყლისგან.
2 - დაცულია წვეთოვანი წყლისგან 15º-მდე დახრისას.
3 - დაცულია წყლის შესხურებისგან ვერტიკალურიდან 60º-მდე ნებისმიერი კუთხით გადახრისას.
4 - დაცულია წყლის შესხურებისგან ნებისმიერი კუთხით გადახრისას.
5 - დაცულია წყლის ჭავლისგან ნებისმიერი კუთხით გადახრისას.
6 - დაცულია წყლის ძლიერი ჭავლისგან და ზღვის წყლისგან.
7 - დაცულია 30 წუთის განმავლობაში 90 სანტიმეტრამდე წყალში ჩაძირვისგან.
8 - დაცულია უწყვეტად 90 სანტიმეტრამდე წყალში ჩაძირვისგან.

  • IK (Impact Protection) მექანიკური ზემოქმედებისგან დაცვა - რადგან Impact Protection აბრევიატურა IP რეიტინგის იდენტურია. P შეიცვლა K (Kinetic) კინეტიკურით.

IK00 - არ არის დაცული.
IK01 - დაცულია 0,14 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 56 მმ-დან ჩამოვარდნილი 0,25 კგ მასის ზემოქმედებისა.
IK02 - დაცულია 0.2 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 80 მმ-დან ჩამოვარდნილი 0,25 კგ მასის ზემოქმედებისა.
IK03 - დაცულია 0.35 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 140 მმ-დან ჩამოვარდნილი 0.25 კგ მასის ზემოქმედების.
IK04 - დაცულია 0,5 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 200 მმ-დან ჩამოვარდნილი 0,25 კგ მასის ზემოქმედებისა.
IK05 - დაცულია 0,7 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 280 მმ-დან ჩამოვარდნილი 0.25 კგ მასის ზემოქმედების.
IK06 - დაცულია 1 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 400 მმ-დან ჩამოვარდნილი 0.25 კგ მასის ზემოქმედების.
IK07 - დაცულია 2 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 400 მმ-დან ჩამოვარდნილი 0,5 კგ მასის ზემოქმედების.
IK08 - დაცულია 5 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 300 მმ-დან ჩამოვარდნილი 1.7 კგ მასის ზემოქმედების.
IK09 - დაცულია 10 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 200 მმ-დან ჩამოვარდნილი 5 კგ მასის ზემოქმედებისა.
IK10 - დაცულია 20 ჯოულის ზემოქმედებისგან. ეკვივალენტურია 400 მმ-დან ჩამოვარდნილი 5 კგ მასის ზემოქმედებისა.


 უკან