ვიდეოსამეთვალყურეო კამერების შერჩევისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს დასაკვირვებელ ობიექტამდე მანძილის განსაზღვრა.
2015 წლიდან მიღებულია საერთაშორისო სტანდარტი IEC EN62676-4, რომლითაც ხელმძღვანელობენ ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მწარმოებლები.
აღნიშნული სტანდარტი აგრეთვე ცნობილია როგორც DORI (აბრევიატურა) სტანდარტი, რომელიც წარმოადგენს ობიექტის გარჩევადობის ხარისხის განსაზღვრას მანძილთან მიმართებაში.
DORI მანძილი იყოფა ოთხ სეგმენტად და განსასაზღვრად გამოიყენება გამოსახულებაში პიქსელების რაოდენობა ერთ მეტზე PPM (pixels per meter).
Detection - აღმოჩენა
აღნიშნულ მანძილზე კამერა საშუალებას იძლევა განსაზღვროს: ობიექტი არის თუ არა ადამიანი ან ავტომობილი და რა მიმართულებით მოძრაობს. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა გარჩევადობა მინიმუმ 25 PPM.
Observation - დაკვირვება
ობიექტის გამორჩეული მახასიათებლების აღქმას, მაგალითად ტანსაცმლის ფერი, ობიექტების რაოდენობა. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა გარჩევადობა მინიმუმ 63 PPM.
Recognition - ამოცნობა
მაღალი ხარისხის დარწმუნებით მოხდეს ადამიანის ამოცნობა, თუ ეს ადამიანი წარსულში გვყავს ნანახი. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა გარჩევადობა მინიმუმ 125 PPM.
Identify - იდენტიფიცირება
აქვს ისეთი იდენთიფიკაციის დონე, რომელიც საშუალებას იძლევა დეტალიზირებულად ამოიცნოს ინდივიდი. აგრეთვე ავტომობილის სანომრე ნიშნების ნათლად წაკითხვას. ამ მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად საჭიროა გარჩევადობა მინიმუმ 250 PPM.
ვიდეოსამეთვალყურეო კამერების ტექნიკურ დოკუმენტაციაში მწარმოებლები უთითებენ DORI მანძილს, რომელიც ძირითადად კამერის მატრიცისა და ლინზის პარამეტრების კომბინაციაზეა დამოკიდებული.
მაგალითად, თუ შევადარებთ 4მეგაპიქსელიანი კამერის მონაცემებს ორი განსხვავებული ლინზის შემთხვევაში მივიღებთ შემდეგ მონაცემებს:
2.8 მმ - D: 64მ / O:25მ / R:13მ / I:6მ
4.0 მმ - D:77მ / O:30მ / R:15მ / I:7მ