HCSA-HiLook-ის ტრენინგი ბათუმში

Hikvision-ის და „ინტელკომ ჯგუფის“ ორგანიზებით 2023 წლის 23-25 მაისს, ბათუმში, სასტუმრო ჰილტონში ჩატარდა HCSA-HiLook-ის ოფიციალურ ტრენინგი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ინტელკომ ჯგუფის პარტნიორი კომპანიები დასავლეთ საქართველოდან.

HiLook წარმოადგენს Hikvision - ის ბრენდს, მცირე და საშუალო ბიზნესზე გათვლილი ვიდეო სამეთვალყურეო სისტემების ფართო ასორტიმენტით, ხოლო „ინტელკომ ჯგუფი“ 2023 წლიდან Hilook-ის ექსკლუზიური დისტრიბუტორია საქართველოში.






ტრენინგის მსვლელობისას განხილული იყო შემდეგი საკითხები:

  • ვიდეო-სამეთვალყურეო სისტემის საფუძვლები;
  • ოპტიკის საფუძვლები;
  • ქსელის საფუძვლები;
  • HiLook-ის IP გადაწყვეტების წარდგენა;
  • HiLook-ის ანალოგური გადაწყვეტების წარდგენა;
  • Hikvision IP გადაწყვეტების წარდგენა;
  • Hikvision-ის ჭკვიანი ფუნქციები და აპლიკაციები.

დასასრულს ჩატარდა ტესტირება, რომლის წარმატებით დაძლევის შემთხვევებში ტრენინგის მონაწილეებს გადაეცათ HCSA (Hikvision Certified Security Associate) HiLook სერტიფიკატები.
ივლისის დასაწყისში დაგეგმილია HCSA-HiLook მორიგი ტრენინგის ჩატარება თბილისში. დაინტერესების შემთხვევაში, პარტნიორ კომპანიებს შეუძლიათ მიმართონ „ინტელკომ ჯგუფს“ და გაიარონ რეგისტრაცია.


 უკან