ჩატარდა HiLook-ის სემინარი

Hikvision-ის და ინტელკომ ჯგუფის ორგანიზებით 2023 წლის 13 ოქტომბერს, თბილისში, ინტელკომ ჯგუფის ოფისში ჩატარდა HiLook-ის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემების სემინარი, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ ინტელკომ ჯგუფის პარტნიორი კომპანიები.
სემინარზე განხილული იყო:

  • HiLook-ის ახალი პროდუქტები;
  • პროდუქტების გამოყენების შესაძლო სცენარები
  • HiLook-ის და Hikvision-ის პროდუქტების ურთიერთთავსებადობა;
  • პრაქტიკული მუშაობა HiLook-ის პროდუქტებთან.

სემინარზე წარმოდგენილი იყო საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის №101 დადგენილების მოთხოვნებთან თავსებადი IP კამერების მოდელები, განხილული იყო მათი ტექნიკური მახასიათებლები და კონფიგურაციის სცენარები.
Hikvision-ის ტექნიკურმა ინჟინრებმა დეტალურად ისაუბრეს პროდუქტების ფართო შესაძლებლობებზე და უპასუხეს სემინარის მონაწილეთა დასმულ შეკითხვას.


 უკან