თანამედროვე ვიდეოსამეთვალყურეო კამერები გამოსახულების პარამეტრებს ძირითადად ავტომატურ რეჟიმში არეგულირებს, თუმცა არის შემთხვევები როდესაც ავტომატური რეგულირება დამაკმაყოფილებელი არ არის.
გამოსახულების ხარისხის გასაუმჯობესებლად გამოიყენება სხვადასხვა ფუნქციონალი, მათ შორის BLC, HLC, 3D DNR.
უკანა განათების კომპენსირება - Backlight compensation (BLC)
როდესაც ობიექტის წინა და უკანა განათებებს შორის არის მკვეთრი დისბალანსი, უკანა განათება მნიშვნელოვნად აღემატება წინას. გამოიყენება BLC ფუნქცია, რომლის ალგორითმიც ახდენს განათების კომპენსირებას და მიიღება დაბალანსებული გამოსახულება.
მკვეთრი განათების კომპენსირება - Highlight compensation (HLC)
როდესაც ვიდეო კამერის პირდაპირი მიმართულებით ხდება სინათლის მკვეთრი ნაკადის მიმართვა, გამოსახულება გადმოდის მკვეთრად გადანათებული, მაგალითად: ავტომობილის ფარების. ამ შემთხვევის თავიდან ასაცილებლად გამოიყენება HLC ფუნქცია, რომელიც აკომპენსირებს მკვეთრ განათებას და მიიღება დაბალანსებული გამოსახულება.
ციფრული ხმაურის შემცირება - 3D DNR - Digital Noise Reduction
დაბალი განათების პირობებში გამოსახულების მისაღებად საჭიროა ვიდეო კამერის პარამეტრების ცვლილება. მაგალითად ISO პარამეტრის გაზრდა, რაც ზრდის მატრიცის მგრძნობელობას და შესაბამისად იზრდება მატრიცის მიერ არასასურველი ინფორმაციის აღქმა. მსგავსი ხმაურის შესამცირებლად შემუშავებულია სხვადასხვა ტექნოლოგიები, მათ შორის 3D DNR. ალგორითმი ახდენს ერთ კადრში ერთმანეთის გვერდით მდებარე პიქსელების შედარებას/ანალიზს, ამავე დროს ამ ინფორმაციას ადარებს წინა და შემდგომ კადრებს. მიღებული ინფორმაციის ანალიზით გამოსახულება კორექტირდება და მიიღება ხმაურისგან მაქსიმალურად გასუფთავებული გამოსახულება.