განახლებული რეგულაციები ბიზნეს სექტორში

საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის #101 დადგენილებით დანაშაულის პრევენციის, პირთა უსაფრთხოებისა და საკუთრების დაცვის მიზნით, 2024 წლის 1 იანვრიდან იცვლება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსებასთან დაკავშირებული რეგულაციები.

იზრდება იმ საქმიანობათა ჩამონათვალი, ვისთვისაც სავალდებულო ხდება ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის განთავსება. მათ შორისაა, დღგ-ს გარეშე 500 000 ლარზე მეტი ბრუნვის მქონე საცალო და საბითუმო ვაჭრობის ობიექტები, სასტუმროები და კვების ობიექტები.

ასევე, შემდეგი ობიექტები, ბრუნვის ოდენობის მიუხედავად: სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, ბაზრები და ბაზრობები, სავაჭრო ცენტრები და სიგარაბარები.
განახლებული რეგულაცია ითვალისწინებს მხოლოდ ISO სტანდარტის მქონე IP კამერების დაყენებას, რაც თავისთავად გულისხმობს არსებული ანალოგური კამერების ჩანაცვლებასაც.

იხილეთ საქართველოს მთავრობის №101 დადგენილება:

https://camera.mia.gov.ge/static/pdf/document10.pdf


 უკან