ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებში ვიდეო გამოსახულების კოდირება ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს. სხვა პარამეტრებთან ერთად ვიდეოკოდირება განსაზღვრავს ქსელში ტრაფიკის მოცულობას, ხოლო მყარ დისკზე ჩანაწერის ხანგრძლივობას.
დღეს ყველაზე პოპულარულ ვიდეოკოდირებას წარმოადგენს H265, რომელსაც მაღალი ეფექტურობის ვიდეო კოდირებასაც High Efficiency Video Coding (HEVC) ეძახიან.
H.265 კოდეკი ვიდეო კადრებს ყოფს მაკრობლოკებად ან პიქსელების ჯგუფებად.
თუ ეს მაკრობლოკები ერთნაირია რამდენიმე კადრში, ახდენს ამ ინფორმაციის იგნორირებას და შესაბამისად ზოგავს მონაცემების მოცულობას.
H.265 კოდეკს ასევე შეუძლია იწინასწარმეტყველოს მაკრობლოკების მოძრაობის მიმართულება, განსაზღვროს მოძრაობის ვექტორი და მოახდინოს ამ მაკრობლოკების კოდირება.
H.265 კოდირება წინამორბედ H.264 კოდირებასთან შედარებით 50%-ზე მეტად ახდენს ვიდეო გამოსახულების კომპრესიას. რაც თავის მხრივ ნიშნავს: ქსელში 50%-ით შემცირებულ ტრაფიკს და 50%-ით ნაკლები მყარი დისკის მოცულობას.