კამერის აქსესუარები

ვიდეოსამეთვალყურეო კამერები ფორმ-ფაქტორის მიხედვით იყოფა სხვადასხვა ტიპად. ყველაზე გავრცელებულია Bullet და Dome.

კამერების ინსტალაცია განსხვავებულ პირობებში ხდება, კამერა შეიძლება განთავსდეს: კედელზე, ჭერზე, ბოძზე, კედლის კუთხეზე და ა.შ. ამიტომ, მნიშვნელოვანია დამხარე აქსესუარები, რომლებიც გაამარტივებენ კამერის ინსტალაციას და უზრუნველყოფენ საიმედო დამაგრებას.

კამერის შემაერთებელი ყუთი სადენების გადაბმის ადგილს იცავს გარე ზემოქმედებისგან და ფარავს კაბელს, რაც ტექნიკურ გამართულობასთან ერთად ვიზუალური დანიშნულებით მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.


 უკან