ვიდეო სამეთვალყურეო სისტემის დანერგვისას მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგეს არჩევანის გაკეთება IP და ანალოგურ სისტემებს შორის.
ბოლო წლების ტენდენციების მიხედვით IP კამერები უფრო და უფრო მეტად ანაცვლებენ ანალოგურ კამერებს, ხოლო IP ვიდეო სამეთვალყურეო სისტემა IT ინფრასტრუქტურის ნაწილი ხდება.
საქართველოს მთავრობის 2022 წლის 2 მარტის N101 დადგენილებით განსაზღვრული სავალდებულო შენობა-ნაგებობებში შესაძლებელია მხოლოდ IP კამერების გამოყენება, აგრეთვე სავალდებულოა უკვე არსებული ანალოგური კამერების ჩანაცვლება IP კამერებით.
არჩევანის გაკეთებისას მნიშვნელოვანია სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინება:
რეზოლუცია
IP კამერების მაქსიმალური რეზოლუცია აღემატება ანალოგური კამერებისას. ანალოგური კამერის მაქსიმალური რეზოლუცია 4K არის, მაშინ როცა IP კამერის შემთხვევაში შეგვიძლია 8K რეზოლუციის კამერის გამოყენება.
ჭკვიანი ფუნქციები
თანამედროვე ვიდეო სისტემებში მეტად მნიშვნელოვანი ხდება ჭკვიანი ფუნქციების გამოყენება, რაც ზრდის სისტემის ეფექტურობას და ზოგავს რესურსებს.
ანალოგური კამერა მოკლებულია ჭკვიან ფუნქციებს, ხოლო IP კამერების შემთხვევაში შესაძლებელია მათი მრავალი მიმართულებით გამოყენება (მოძრაობის ამოცნობა, სილუეტის ამოცნობა, ავტომობილის ნომრის ამოცნობა, ხაზის გადაკვეთა და ა.შ. )
ინსტალაცია
ანალოგური სისტემის ინსტალაციის დროს საჭიროა უფრო მეტი კომპონენტის გამოყენება ვიდრე IP სისტემის ინსტალაციისას.
ანალოგური სისტემისთვის საჭიროა კოაქსიალური კაბელი და შესაბამისად სპეციალური BNC კონექტორები. კამერის კვებისთვის საჭიროა კამერასთან თავსებადი კვების ბლოკი და ცალკე დენის კაბელის გაყვანა, კვების ბლოკიდან კამერამდე, IP კამერის შემთხვევაში კი ერთი LAN კაბელით, PoE ტექნოლოგიის გამოყენებით შესაძლებელია ინფორმაციის და დენის გადაცემა. შესაბამისად, რაც უფრო მეტი კომპონენტი გამოიყენება, სისტემაში ინსტალაციის დრო ხანგრძლივდება და მომსახურების პერიოდში მათი დაზიანების ალბათობა იზრდება.
სისტემის გაფართოება და მასშტაბირება
ანალოგური სისტემის შემთხვევაში ყველა კამერა ცალ-ცალკე კაბელით უკავშირდება ჩამწერ მოწყობილობას (DVR), შესაბამისად თუ საჭირო გახდა სისტემაში კამერების დამატება, აუცილებელი ხდება ჩამწერამდე ახალი კაბელის გაყვანა..
აღნიშნული საკითხი კიდევ უფრო მნიშვნელოვანი თუ საჭიროა მრავალ კამერიანი სისტემის მოწყობა, სხვადასხვა შენობებში ან გეოგრაფიულად დაშორებული კამერის მიერთება ერთ ჩამწერზე. IP კამერების შემთხვევაში შესაძლებელი მოეწყოს LAN ქსელი კამერების მიერთება PoE სვიჩზე ან გეოგრაფიულად დაშორებული კამერების მიერთება ჩამწერზე ინტერნეტის გამოყენებით მოხდეს.
ფასი
ანალოგური კამერის ღირებულება უფრო ნაკლებია IP კამერის ღირებულებაზე, თუმცა ჯამური ღირებულების დასადგენად მნიშვნელოვანი ყველა კომპონენტის (ჩამწერი, კაბელი, კვების ბლოკი, კონექტორები და ა.შ.) ღირებულების და ინსტალაციის დროს გათვალისწინება.