ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში IP ტექნოლოგიების დანერგვამ, სხვადასხვა ბრენდის კამერების და ჩამწერი მოწყობილობების ერთმანეთთან თავსებადობის საჭიროება გააჩინა. სწორედ ამიტომ 2008 წელს შემუშავდა ONVIF პროტოკოლი.
ONVIF პროტოკოლი წარმოადგენს ღია პლატფორმას. მისი მიზანია IP ტექნოლოგიაზე დაფუძნებული უსაფრთხოების პროდუქტების ეფექტური თავსებადობისთვის საჭირო სტანდარტიზებული ინტერფეისების შემუშავება და მხარდაჭერა.
ONVIF პროტოკოლი იყოფა პროფილებად. პროფილები განსაზღვრავენ მოწყობილობებს შორის თავსებადობის დონეს.
ვიდეოსამეთვალყურეო სისტემებში ძირითადად გამოიყენება S T G Q და M პროფილები.
Profile S - ვიდეო ნაკადისა და კონფიგურაციისათვის
Profile T - ვიდეო ნაკადისთვის
Profile G - გარე მოწყობილობებზე მონაცემების შენახვისა და აღდგენისათვის
Profile M - მეტამონაცემები და მოვლენები ანალიტიკური აპლიკაციისთვის