ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის პროექტირებისას ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ვიდეო ჩანაწერის უწყვეტობის გათვალისწინება.
სხვადასხვა ფაქტორიდან გამომდინარე შესაძლებელია კამერას და ჩამწერ მოწყობილობას შორის კავშირი გაწყდეს, რაც ვიდეო ჩანაწერის დაკარგვას გამოიწვევს.
ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად შემუშავებულია ჩანაწერის რეზერვირების ფუნქცია ANR (Auto Network Redundancy).
თუ ANR ფუნქცია გააქტიურებულია, კამერას და ჩამწერ მოწყობილობას შორის კავშირის გაწყვეტის შემთხვევაში კამერა ავტომატურად ახდენს ჩანაწერის განხორციელებას მასში არსებულ SD ბარათზე.
კავშირის აღდგენის შემთხვევაში, SD ბარათში არსებული ჩანაწერების კოპირება ავტომატურად მოხდება ჩამწერში.
ANR ფუნქცია მხარდაჭერილია მხოლოდ IP კამერებში და აუცილებელია კამერას გააჩნდეს SD ბარათის მხარდაჭერა.