ვიდეოკამერის ჭკვიანი ფუნქციები

ვიდეოსამეთვალყურეო კამერების მიერ მხარდაჭერილი ჭკვიანი ფუნქციების რაოდენობა მუდმივად იზრდება. ზოგიერთი ჭკვიანი ფუნქცია, რომლებიც ადრე განსაკუთრებულად მიიჩნეოდა, დღეს ბაზისურად ითვლება, ესენია: მოძრაობის დეტექცია, ხაზის გადაკვეთა და ა.შ.

ჭკვიანი სისტემების გამოყენება მნიშვნელოვნად ზრდის ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის ეფექტურობას და ამცირებს ადამიანურ რესურსებს.

Hilook-ის კამერებში გარდა ბაზისური ჭკვიანი ფუნქციებისა, ასევე წარმოდგენილია ისეთი ჭკვიანი ფუნქციები, როგორებიცაა ადამიანის და ავტომობილის სილუეტის ამოცნობა.

თუ ადრე მოძრაობის დეტექციის დროს კამერა რეაგირებდა ნებისმიერ მოძრავ ობიექტზე, რის გამოც მრავლად იყო არასაჭირო ინფორმაცია, დღეს შესაძლებელია კამერამ რეაგირება მოახდინოს მხოლოდ ავტომობილის ან ადამიანის მოძრაობაზე.

თანამედროვე კამერებში შეხვდებით შემდეგი ტიპის ჭკვიან ფუნქციებს:

  • მოძრაობის ამოცნობა;
  • სახის ამოცნობა;
  • ხაზის გადაკვეთა;
  • დატოვებული ნივთის ამოცნობა;
  • დაკარგული ნივთის ამოცნობა;
  • ხალხის დათვლა;
  • ფოკუსის დარღვევა;
  • სცენარის შეცვლა;
  • მოძრავ ობიექტზე თვალყურის მიდევნება;
  • ავტომობილის ნომრის ამოცნობა;
  • ავტომობილის და ადამიანის სილუეტის ამოცნობა
  • და სხვა.




 უკან