WDR (Wide Dynamic Range) - ფართო დინამიური დიაპაზონი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტექნოლოგია ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში.
WDR არის კადრში სინათლის დონის განსხვავება, ყველაზე ბნელ და ნათელ წერტილებს შორის. თუ ეს სხვაობა არის მაღალი, ოპტიმალური კადრის მისაღებად საჭიროა WDR ფუნქციის გამოყენება.
ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში გამოიყენება ორი სახის WDR: DWDR (Digital WDR) ან True WDR.
True WDR-ის შემთხვევაში კამერა იღებს ორ კადრს: პირველს, დაბალი სიჩქარით და მაღალი ექსპოზიციით. ხოლო მეორეს, მაღალი სიჩქარით და დაბალი ექსპოზიციით. შემდგომ DSP (ციფრული სიგნალის პროცესორი) ითვლის თითოეული კადრის განათების დონეს და აერთიანებს ორ კადრს და მიიღება დაბალანსებული გამოსახულება.
DWDR იყენებს ალგორითმებს, რათა ციფრულად გაანათოს ძალიან ბნელი ადგილები და დააბნელოს ძალიან ნათელი ადგილები. ის არეგულირებს გამოსახულების ინდივიდუალურ პიქსელს და შესაბამისად ითვლის ექსპოზიციას.
პიქსელების ინტენსიური მანიპულირება იწვევს მთლიანი გამოსახულების მეტად დანაწევრებას. მეორე მხრივ, DWDR არ საჭიროებს ძვირადღირებულ სენსორებს, ამიტომ ის არის უფრო ეკონომიური ვარიანტი.