ჩამკეტის სიჩქარე

ვიდეო კამერაში ჩამკეტის სიჩქარე (Shutter speed) მნიშვნელოვან ფუნქციას წარმოადგენს. ის განსაზღვრავს რა დროით მოხდეს სინათლე მატრიცაზე.

სწრაფად მოძრავი ობიექტების გადაღებისას (მაგ. ავტომობილი), საჭიროა ჩამკეტის გახსნის დროის შემცირება, რათა გამოსახულება არ გამოვიდეს ბუნდოვანი. ამავე დროს, გამოსახულების გადანათებისგან თავის ასაცილებლად შესაძლოა დამატებით საჭირო გახდეს სინათლის ინტენსივობის შემცირება.

უძრავი ობიექტების ვიდეო გადაღებისას, მკაფიო გამოსახულების მისაღებად, დაბალი განათება შესაძლებელია დაკომპენსირდეს ჩამკეტის გახსნის დროის გაზრდით.

ჩამკეტი შესაძლებელია იყოს მექანიკური და ელექტრონული. პროფესიონალურ ფოტოაპარატებში როგორც წესი გამოიყენება მექანიკური ჩამკეტი, ხოლო ვიდეო სამეთვალყურეო კამერებში ელექტრონული.


 უკან