PoE სვიჩები

HiLook წარმოგვიდგენს 802.3 af/at სტანდარტის არამართვად PoE სვიჩებს. 4 და 8 პორტიან სვიჩებს გააჩნიათ 1x100 Mbps uplink პორტი ქსელში ჩასართავად ან NVR-ზე მისაერთებლად, ხოლო 16 და 24 პორტიანებს 1×1000 Mbps uplink და 1×1000 Mbps SFP პორტები.

სვიჩის პორტების ნაწილი შესაძლებელია გამოყენებული იქნას PoE მოწყობილობების 250 მეტრამდე მანძილზე მისაერთებლად, 100 მბ/წმ ნაცვლად 10 მგ/წმ სიჩქარით.

HiLook-ის PoE სვიჩები მიეკუთვნება ნახევრად ინდუსტრიული სვიჩების კატეგორიას. ისინი წარმოდგენილია მეტალის კორპუსით, გააჩნიათ სამუშაო ტემპერატურის და ტენიანობის გაფართოებული დიაპაზონი (-40-დან +55 °C გრადუსი და 5%-დან 95%-მდე ტენიანობა), ასევე 6 კილოვოლტი ძაბვის გადამეტებისგან დაცვა PoE პორტებზე.

სვიჩები განკუთვნილია იმ IP მოწყობილობების ჩასართავად, რომელთაც გააჩნია af/at სტანდარტის მხარდაჭერა:

  • ვიდეოკამერები;
  • WiFi დაშვების წერტილები;
  • IP ტელეფონები;
  • და ა.შ.


 უკან