ვიდეოსამეთვალყურეო კამერებში ლინზა ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტს წარმოადგენს და მას ვიდეოკამერის თვალსაც უწოდებენ.
ლინზა კრებს არეკლილ სინათლეს და ახდენს გამოსახულების ფორმირებას სენსორზე.
ვიდეოკამერებში შეიძლება შეგვხვდეს ერთი ან რამდენიმე ლინზა.
სენსორიდან ლინზამდე დაშორებას ეწოდება საფოკუსე მანძილი (Focal length). ის სენსორის ზომასთან ერთად განსაზღვრავს ვიდეოკამერის ხედვის კუთხეს და შესაბამისად ხედვის არეს (FOV).
ვიდეოკამერაში ლინზა შეიძლება იყოს ფიქსირებული ან მოძრავი. მოძრავ ლინზიან კამერებს ეწოდება ვარიფოკალური კამერები და შესაბამისად მათში საფოკუსე მანძილი არის ცვალებადი.
ვარიფოკალურ კამერებს გააჩნიათ მინიმალური და მაქსიმალური საფოკუსე მანძილი.
მაქსიმალური საფოკუსე მანძილის მინიმალურზე გაყოფით მიიღება გამოსახულების გადიდების/მოახლოების კოეფიციენტს. მაგ. თუ ლინზის მონაცემებია 2.8 – 12მმ, აღნიშნული კოეფიციენტი იქნება 12/2.8=4.28.
მცირე საფოკუსე მანძილის შემთხვევაში იზრდება ხედვის კუთხე და მცირდება ხედვის მანძილი, ხოლო საფოკუსე მანძილის გაზრდისას, მცირდება ხედვის კუთხე, მაგრამ იზრდება ხედვის მანძილი.