ვიდეომონიტორინგი

ვიდეომეთვალყურეობის სისტემების გამოყენების ძირითადი უპირატესობებია:

  • ობიექტის ეფექტური მონიტორინგი;
  • უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ხარჯების შემცირება;
  • ფაქტობრივი მტკიცებულებების შესაძლებლობა;
  • ვანდალიზმის და სხვა კრიმინალური ქმედების შემთხვევების შემცირება.

საყურადღებოა, რომ ვიდეომეთვალყურეობა საქართველოში რეგულირდება და მას განსაზღვრავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონი. ვიდეოთვალთვალის განხორციელებისას მონაცემთა დამმუშავებელი ვალდებულია თვალსაჩინო ადგილას განათავსოს გამაფრთხილებელი ნიშანი, რომლის განთავსების ადგილი და მასზე დატანილი წარწერა და გამოსახულება აღქმადი უნდა იყოს კონტროლის სივრცეში მოხვედრილი ნებისმიერი ადამიანისთვის.

ვიდეოთვალთვალის განხორციელებასთან დაკავშირებული რეკომენდაციების შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ვებ გვერდზე: pdps.ge


 უკან